Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ

ძვირფასო სტუდენტებო და პროფესორებო!

შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა პერსონალური მონაცემების დაცვა.
პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი სხვა ამოსაცნობი ნიშნებით;
პერსონალურ მონაცემებს მიეკუთვნება ლექციების აუდიო/ვიდეო ჩანაწერებიც, მათი ამსახველი ამსახველი ფოტო და ვიდეო/აუდიო მასალა და სხვ.
სტუდენტებსა და პროფესორებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს ინფორმაცია და ელექტრონული სწავლებისათვის მომზადებული  მასალები  გამოიყენოთ  მხოლოდ  დანიშნულებისამებრ,  სასწავლო მიზნებისათვის. ნუ გაუზიარებთ ამ მასალებს  არაუფლებამოსილ  პირებს, ნუ გახდით მათ საჯაროდ ხელმისაწვდომს, დაიცავით  საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" (https://matsne.gov.ge/ka/document/view/1561437?publication=22), რომლის მიზანია უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.